LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერს, რომ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან – ველოდებით, რომ ღარიბაშვილი გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას

79
იენს სტოლტენბერგი და ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ლიდერმა საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ საქართველოსა და ალიანსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება. მან ღარიბაშვილს მიმართა, რომ გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან პოლარიზაციის დასასრულებლად.

„ველოდებით, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას. იმუშავებს ანგარიშვალდებულებასთან, სასამართლოს რეფორმასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებთ მას, რომ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, რათა შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაცია. NATO ელის, რომ საქართველო მხარს დაუჭერს დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ტარდებოდა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

ასევე, NATO-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, რომელიც ალიანსისგან მოითხოვს, რომ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება, უკან წაიღოს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის მომავალ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტურად ასახოს.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის გადასაწყვეტი არაა, ვის აირჩევენ მოკავშირეებად საქართველო და უკრაინა.

„ნებისმიერი ესკალაცია გამოიწვევს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს რუსეთისათვის. საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ უფლება, რომ აირჩიონ მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, უკარნახოს მათ ეს არჩევანი. ჩვენ გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველო მსოფლიო ისტორიის ნაწილია და ასეც დარჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მიმართ. ჩვენ შევეცდებით გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, გავაგრძელებთ ერთობლივ წვრთნებსა და ინფორმაციის მიმოცვლას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები: იენს სტოლტენბერგი

 

ტვ „რუსთავი 2“-ის სინქრონული თარგმანი

პოპულალურები