LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

163
221855203-1466974283672925-109700357013403868-n

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები დალოცა, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ილია მეორემ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს ტოკიოში მყოფი ჩვენი სპორტსმენები, რომელთაც გამარჯვება უსურვეს.

ცნობისთვის,  ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები