LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილო ბეროშვილი: „14 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის მამა იქნებიო, ვერაფრით დავიჯერებდი…“

15313
ილო ბეროშვილი

ილო ბეროშვილი და ანი ბებია შვილს ელოდებიან. ილოსთვის ეს მეოთხე შვილი იქნება, ანისთვის – მეორე.

ილო ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, როგორია მეოთხე შვილის მოლოდინი:

„14 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის მამა იქნებიო, ვერაფრით დავიჯერებდი. ახლა ეს რეალობაა. 40 წლის ვარ. ამ ასაკში შვილის გაჩენა სხვანაირი შეგრძნებაა. ბევრი რამ გაქვს უკვე ნანახი, დაღვინებული ხარ, ბევრ რამეს სხვაგვარად უყურებ და უფრთხილდები. სესი და ევა უკვე დიდები არიან. სესის რომ ვუთხარი, გაუკვირდა და რაღაცნაირად მითხრა, „მართლა“? ვერ მივხვდი, რა რეაქცია ჰქონდა. დღეს მკითხა, ნეტავ, გოგოა თუ ბიჭიო? უნდა, რომ ბიჭი იყოს. სქესი ჯერ თავადაც არ ვიცით“.

“ჯერის მალე დაიკო ან ძამიკო ეყოლება” – ანი ბებია ორსულადაა

ანი ბებია: „გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო, ჰოდა, ვისაც გინდათ რომ გამახაროთ, ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g