LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ბებია: „გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო, ჰოდა, ვისაც გინდათ რომ გამახაროთ, ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ…“

6907
anibebia

მსახიობი ანი ბებია საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და აქვეყნებს ანგარიშის ნომრებს, სადაც ერთ-ერთი ქალბატონისთვის გროვდება თანხა:

„გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო, ჰოდა, ვისაც გინდათ რომ გამახაროთ, ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ.

რამდენიმე წელია, მე და ილო ვიცნობთ ერთ მარტოხელა დედას, რომელიც 6 წლის შვილს და ორ მოხუცს უვლის. დაუზარელი გოგოა, არ ეთაკილება და არ ეზარება შრომა და მუშაობა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ ახერხებს და ახლა ძალიან გაუჭირდა.

რამდენჯერმე დავეხმარეთ ამ ქალბატონს, არ მიყვარს ამის „აფიშირება“, მაგრამ გეუბნებით, იმიტომ რომ მენდოთ და დაიჯეროთ და არ გეგონოთ “ფეიკ ამბავი”. ნამყოფები ვართ მასთან სახლში მე და ილო და ვიცით მისი მდგომარეობა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ გოგოს სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და ვისაც რა შეგიძლიათ, იქნებ, დავეხმაროთ, თუნდაც ერთი ლარი რომ გადარიცხოთ, ბევრნი იქნებით და საბოლოოდ საჭმლის ფული ექნებათ.

მადლობა, მეგობრებო, ვინც დაეხმარებით, თქვენც მადლობა, ვინც გადააზიარებთ პოსტს და თქვენც მადლობა, ვინც ვერ დაეხმარებით, მაგრამ გული შეგტკივათ.

01018005004

საქართველოს  ბანკი

ტელ: 568818447

P.s. პოსტის დადება თვითონ მთხოვა, შენც პატარა ბავშვი გყავს და ბევრი ხარჯი გექნებაო და ახლა კიდე მე რო არ გადმომირიცხო ფულიო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები