LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი მთელ ქონებას ყიდის და მარსზე გადასაბარგებლად ემზადება

177
ilonmask2021

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი – ილონ მასკი გეგმავს, რომ 188 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონება სულ გაყიდოსკომპანია SpaceX–ისა და Tesla–ს დამფუძნებელი მარსზე დასახლების შექმნას აპირებს, რასაც საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია დასჭირდება.

„კომპანიების აქციებზე უფრო ძვირფასი არაფერი გამაჩნია, თუ საჭირო გახდა ძილი ქარხანაში, ან ოფისშიც შემიძლია. თუმცა, ბავშვების გამო, ალბათ, რაღაც ადგილს დავიქირავებ,“ – უთხრა Business Insiders–ს მილიარდელმა.

კომპანიის აქციებთან ერთად, ბიზნესმენი თავისი რამდენიმე სახლის გაყიდვასაც არ გამორიცხავს. საინტერესოა, რომ მისი უძრავი ქონების ფასი 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.

შეგახსენებთ, მარსის კოლონიზაციის შესახებ გეგმები ილონმა 2020 წლის ბოლოს გაამხილა და ისიც დააზუსტა, რომ 2050 წელს წითელ პლანეტაზე 1 მილიონი ადამიანის გაგზავნას აპირებს: „მინდა ყველამ იცოდეს, თუ რამდენად სერიოზულად ვუდგები ამ საკითხს. ყველაფერს გავყიდი და ფინანსებს ჩემი გეგმების განხორციელებას მოვახმარ”.

მასკმა ისიც დაამატა, რომ მარსზე მოგზაურობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას ფული. პლანეტაზე ყველა მსურველს სამსახური დახვდება და ბილეთის საფასურის გადახდა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები