LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს ილონ მასკი აშშ-ში ტიკტოკის შესაძლო აკრძალვაზე

120
tiktok-elon-musk

“კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ ილონ მასკმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტიკტოკის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ახალ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტიკტოკის აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.

ტიკტოკის მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამერიკულ აპლიკაციებში აიკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები