LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი: თუ 6 მილიარდი დოლარი მსოფლიოში შიმშილის პრობლემას გადაჭრის, Tesla-ს აქციებს ახლავე გავყიდი

92
1

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ინოვატორი, ახალი მასშტაბური ქველმოქმედებისთვის მზად არის – ილონ მასკი აცხადებს, რომ თუ 6 მილიარდი დოლარი მსოფლიო შიმშილობის პრობლემას გადაჭრის, მზადაა Tesla-ს აქციებს გაყიდის.

ბიზნესმენი ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს.

ტვიტით ის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) მიმართავს და აღნიშნავს, რომ ამ იდეის გახორციელების შემთხვევაში, ორგანიზაციამ ზუსტად, საჯაროდ უნდა წარადგინოს ხარჯთაღრიცხვა:

“თუ მსოფლიო სასურსათო პროგრამა ამ ტვიტში შეძლებ ზუსტად აღწეროს, თუ როგორ გადაჭრის 6 მილიარდი დოლარი მსოფლიო შიმშილს, ახლავე გავყიდი Tesla-ს აქციებს და ამას გავაკეთებ.

მაგრამ ეს უნდა იყოს საჯარო ხარჯთაღრიცხვა, ასე რომ საზოგადოება უნდა ხედავდეს, როგორ იხარჯება ეს თანხა”,  – წერს მასკი.

შეგახსენეთ, მასკის ეს მიმართვა პასუხია მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის დევიდ ბიზლის მოწოდებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ მსოფლიოში შიმშილობის აღმოფხვრას მასკის ქონების სულ რაღაც 2%-ი კმარა.

2021 წლის 7 იანვრის მონაცემებით, მასკის შემოსავალი 185 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მისი ქონება ამ დროისთვის 289 მილიარდი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები