LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა ტვიტერის ოფისი „სასტუმროდ“ გადააკეთა – ფოტოები

184
სდგე (2)

BBC-მ მოიპოვა ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ ტვიტერის ოფისის სივრცე საძინებელ ოთახადაა გადაკეთებული, რასაც სან-ფრანცისკოს ხელისუფლება განიხილავს, როგორც სამშენებლო კოდექსის შესაძლო დარღვევას.

სურათზე ნაჩვენებია ოთახი ორადგილიანი საწოლით, გარდერობითა და ჩუსტებით.

ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ Twitter-ის ახალი ხელმძღვანელი ილონ მასკი შტაბ-ბინაში რჩება მას შემდეგ, რაც მან ფირმა შეიძინა.

გასულ თვეს მასკმა ელექტრონული ფოსტით Twitter-ის ყველა თანამშრომელს წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად “მოუწევს უკიდურესად ხისტი იყოს”.

სან-ფრანცისკოს შენობის ინსპექციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ იძიებს პოტენციურ დარღვევებს საჩივრის მიღების შემდეგ.

საკითხთან დაკავშირებით, მასკმა აღნიშნა, რომ ისინი თავს ესხმიან კომპანიებს, რომლებიც „დაღლილი თანამშრომლებისთვის“ საწოლებს უზრუნველყოფენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები