LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი გვაქვს, ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწვანე წყალბადზე გვეყოლება“ – ლევან დავითაშვილი

116
ლევან დავითაშვილი

მთავრობა მწვანე წყალბადის პოტენციალს სწავლობს და ამ პროცესში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკიც არის ჩართული. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) საპილოტე პროექტს ახორციელებს. მინისტრი იმედის გამოთქვამს, რომ ბათუმში მწვანე წყალბადზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.

„მწვანე წყალბადის პოტენციალის შესახებ ვმუშაობთ და კონცეფციაც ჩამოყალიბებული გვაქვს. ამასთან, საკმაოდ საინტერესო საპილოტე პროექტს ვახორციელებთ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] ერთად. იმედი გვაქვს, რომ ბათუმში მწვანე წყალბადზე გვეყოლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს მთელი ჯაჭვია, რა დროსაც საჭიროა გენერაციის, გადაცემისა და შენახვის ობიექტები. კვლევა საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ, რამდენად მასშტაბურად შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვანე წყალბადი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

გარდაბანში 350-430 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგური აშენდება – მთავრობა კონკურსის გამოცხადებას გეგმავს

„ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“ – ლევან დავითაშვილი