LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში 350-430 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგური აშენდება – მთავრობა კონკურსის გამოცხადებას გეგმავს

116
ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, კონკურსის შედეგად კერძო ინვესტორი შეირჩევა, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ 100%-იან წილს შეიძენს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სადგურის მშენებლობა 4 წელზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ პირობები განსაზღვრა და შესაბამისი კონკურსი გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც, შეირჩევა კერძო ინვესტორი, ვინც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ 100% წილს – გარდაბნის თბოსადგურ 3-ში შეიძენს, ეს იქნება 350-დან 430-მეგავატამდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოლეექტროსადგური, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური პირობები, მათ შორის, ე.წ. წმინდა ეფექტურობა უნდა იყოს არანაკლებ 56%-ის, ასევე სხვა პარამეტრები, მათ შორის, მწარმოებელი კომპანიების მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია.

„ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“ – ლევან დავითაშვილი

კონკურსის პირობები შემდეგი იქნება – კერძო ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი ერთი მეგავატისთვის. იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასად მივიღოთ ელექტროენერგია, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ახალი თბოსადგურის მშენებლობა, ეს ჩვენ ელექტროსისტემის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის აუცილებელი და განსაზღვრული. როცა ჩვენ ვსაუბრობთ განახლებადი ენერგიის პროექტებზე, მათი ინტეგრირებაც ქსელში ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი სიმძლავრეები სტაბილური ენერგოგენერაციის წყაროებიდან და ესეც ამ ნაწილში დაგვეხმარება, რომ მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ ქსელში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ, არაუმეტეს 4 წელიწადში, სადგურის მშენებლობის დასრულება უნდა მოხდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

magti 5g