LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“ – ლევან დავითაშვილი

122
ლევან-დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა და 10 წელში საქართველოში სიღარიბეს ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა და 15.6% შეადგინა

„სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოვფხვერით. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, შესაბამისად, სიღარიბეში, მაგრამ 2022 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო, რაც ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია, მათ შორის ეკონომიკური ზრდის. 2012 წელთან შედარებით, სიღარიბეს თავი დააღწია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა. 1 მლნ 100 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. 2022 წელს სიღარიბეს თავი დააღწია 63 000-ზე მეტმა ადამიანმა. ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესი იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ ვსაუბრობდეთ სიღარიბეზე და ის დავამარცხოთ. ეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და ეკონომიკური გუნდით ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მედიასთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g