LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი მაქვს, როცა ჩემი დრო მოვა, უფალი ისე არ დამსჯის და შვილთან ერთად ყოფნის საშუალებას მომცემს“ – რას წერს უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა

159
BeFunky-collage (1)

„იმედი მაქვს, როცა ჩემი დრო მოვა, უფალი ისე არ დამსჯის და შვილთან ერთად ყოფნის საშუალებას მომცემს,“ – ამის შესახებ უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ამასთან, არჩილ ხოფერია გვიზიარებს ორი წლის წინ დაწერილ ჩანახატს, რასაც მან „მეომრის ზმანება“ უწოდა.

„იცით ალბათ ახლა ჩემი შვილის სული რა გზას გადის დიდ სამსჯავრომდე…მეგონა წესის და რიგის მიხედვით იქნებოდა ყველაფერი და ჯერ მე გავივლიდი მაგ გზას, მაგრამ ასეთი იყო ნება უფლისა…ამ პატარა ჩანახატში ყველაფერია საკუთრივ განცდილი ნანახი, განაგონი გამოგონილი და ზმანება და ასეც დავარქვი „მეომრის ზმანება“…ორი წლის უკან დავწერე არ გამომიქვეყნებია..მაგრამ უნდა გამოვაქვეყნო, ჩემს ცოდვებზე და გადაცდომებზე მას არავის მოჰკითხავს, მაგრამ იმედი მაქვს, როცა ჩემი დრო მოვა, უფალი ისე არ დამსჯის და შვილთან ერთად ყოფნის საშუალებას მომცემს…

მეომრის ზმანება…

“რეიდი დაზვერვა იყო…ქალაქის ბოლოში უნდა ჩასულიყვნენ, რომელიც სადღაც მთებში გატრუნულიყო და სიცოცხლის ნიშანწყალს აქა იქ ამოსული კვამლით თუ იძლეოდა…მთელი ღამე იარეს მთებით…ქალაქის განაპირას აღმოჩნდნენ, არც გამყოლი ჰყავდათ…

გზის პირას ჩასაფრდნენ იმ იმედით, რომ ვინმე გამოივლიდა კაცთაგანი, თუ იქნებოდა მეომარი იქნებოდა უცილობლად. ყველას თოფქვეშ დაყენება მოახერხეს მტრებმა. სულ მალე ორნი გამოჩნდნენ ზემოდან მოდიოდნენ, ერთს უფრო დიდს საწვიმარი ეცვა მხარზე ავტომატი ეკიდა..მეორე უფრო სუსტი და გამხდარი უიარაღო იყო. ეს ჩვენია ანიშნა გვერდზე ვინც ედგა იმას დიდზე…ის მეორე თქვენი.

იარაღს ვერ იხმარდნენ. დიდი გამწარებული იბრძოდა იძულებული გახდნენ მოეკლათ. არც პატარა აღმოჩნდა იოლი ნადავლი და არც დაბნეულა პირველივე, რომელიც უკნიდან შეახტა გუდურასავით გადმოიღო და მეორეზე მივიდა პირდაპირ და ეგრევე გარესაემით მოცელა და ზევიდან დაახტა, სულ ცოტაც და გაათავებდა, მაგრამ დანარჩენები მიეშველნენ…მკვდარი გზიდან გადაათრიეს. გზაზე ბრძოლის ყოველგვარი კვალი წაშალეს და სიღრმისკენ წავიდნენ.

ტყვე ხელით მიჰყავდათ, დაშავებული იყო, ფეხს ვეღარ ადგმდა, მუხლი გვერდზე ჰქონდა მოქცეული.

– “მხედრიონიდან” ხართ? – იკითხა ტყვემ პირველად.

– რა იცი “მხედრიონი”? – ჰკითხა მეთაურმა.

– ვიცი და ისიც ვიცი, რომ მედალიონებს ატარებს. ჩვენები ამბობენ, რომ მაგრები ხართ და ტყვედ ჯერ ვერავინ აიყვანეს.

– ის კაცი ვინ იყო?

– ბიძა იყო ჩემი აქაური ასეულის მეთაურია.

– სად მიდიოდით?

– ვერტმფრენზე მაცილებდა. მამა პირველივე დღეებში დაიღუპა, დედა და და თქვენებმა რომ ვერტმფრენი ჩამოაგდეს იქ ისხდნენ – ცრემლები ყელთან შეეკრა.

– ნათლია ქართველი მყავდა პატარა ჯვარი ამოიღო სვიტერის შიგნიდან. ჭიდაობას ასწავლიდა და მათ შორის მეც. აი თქვენები დავახეთქე მაგის ნასწავლი ფანდებია.

„თუ მთვარიან ღამეში გადაბმულ ყმუილს გაიგონებთ ეს მარტოდ დარჩენილი გლოვობს..“ – არჩილ ხოფერიას ემოციური პოსტი

– სადაა ნათლიაშენი?

– მოკლეს ომი დაიწყო თუ არა შური იძია ვიღაცამ.

– შენ სადღა მიფრინავდი?

– გუდაუთას. ბიძაჩემმა წადიო მარტო შენ ხარო. მარტო მეღა დავრჩი, ბიძაც უცოლშვილო იყო.

ხმაური გაისმა ყვირილი, შორიდან სროლის ხმაც, გუშაგი მოვარდა – სატვირთო მანქანით არიან მგონი ეძებენ ამათ.

ერთმანეთს გადახედეს…ამას ვერ ატარებდნენ.

დატოვებაც არ შეიძლებოდა, ტყვემ უკვე ისედაც საკმარისზე მეტი იცოდა. მთელ ოპერაციას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჩაშლის საფრთხე დაემუქრა.

– ვინ იზამს – იკითხა მეთაურმა?

ყველამ განზე გაიხედა.

-წადით, დაგეწევით.

ბებუთი ამოიღო, ჟგუტი რომელიც კონდახზე ჰქონდა დახვეული შუაზე გადაჭრა და ორივე ხელზე გადაუჭირა ტყვეს, მერე პირში ალიკაპი ჩასჩარა და მორფი გაუკეთა, რის წამოსაღებადაც კინაღამ მთელი საავადმყოფოს შეყენება დასჭირდა. ორივე ხელზე საჩვენებელი და შუათითი მოაჭრა, სისხლი ოდნავ წვეთავდა გადაჭრილი სახსრებიდან.

– ეს იმისთვის, რამე რომ არ დაწერო! ახლა ენის ნაწილიც უნდა მოგაჭრა ნუ გეშინია, როცა მორჩები ილაპარაკებ, შენები გიპოვნიან ალბათ.

ადგა და უკანმოუხედავად წავიდა. თავისიანებს მალე დაეწია, არავის არაფერი უკითხავს, ცოტა ხნის შემდეგ თქვა,
– ასე არაფერი გამჭირვებია, მოვკალი. უხმოდ გააგრძელეს გზა.

P.s გაგრძელება იქნება,” – წერს არჩილ ხოფერია.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია, რომელიც 25 წლის იყო, საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და 1-ელ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯამბულატ ხოფერია დაკრძალეს ბიძის გვერდით, რომელიც ასევე 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა.

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

მითხრა, არ ინერვიულო, როგორც კი „წითელი ზონიდან“ გამოვალ, დაგიკავშირდებიო – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე

“მე პატარა კაცი ვარ, ოღონდ დიდი გულით”… „ჩემზე ჯერ არ დაწერო, დედა ინერვიულებს – ეს იყო ჩვენი ბოლო მიმოწერა“: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

არჩილ ხოფერია: “გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე”

VIDEO: „აქედან სოხუმში წავალთ“ – მირო ვანაძე უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას ვიდეოს აქვეყნებს

„მე აფხაზეთიდან ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, რომ ჩემს სახლამდე გზა სწორედ ამ ომით მიდის.. ჩემთვის უკრაინაში ბრძოლა თავისუფლებისკენ პირდაპირი გზაა“ – უკრაინაში მებრძოლი ქართველის ემოციური ინტერვიუ „ფორტუნასთან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები