LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში: კრისტიან დანიელსონი

105
2141409575

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ“, – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. ის ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g