LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმპექსის“ სააფთიქო ქსელი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული შეთავაზებების კვირეულით აღნიშნავს

1673
Fortuna 715X400

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი 17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს აღნიშნავს და უერთდება ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო გლობალურ კამპანიას „მაისის გაზომვის თვეს“. „იმპექსის“ 100 აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, 17-24 მაისის ჩათვლით, მომხმარებლებს სთავაზობს ანტიჰიპერტენზიული ჯგუფის მედიკამენტებზე 35-40% ფასდაკლებას, ასევე „იმპექსის“ სამედიცინო ტექნიკის ექსკლუზიური იაპონური ბრენდის – „CITIZEN”-ის წნევის საზომ ციფრულ აპარატებსა და მანჟეტებზე 30%-ან ფასდაკლებას.

„არტერიული წნევის საყოველთაო გასინჯვის“ კამპანიის ფარგლებში, „იმპექსის“ შერჩეულ აფთიაქებში დაიგეგმა იაპონური ბრენდის – „CITIZEN“-ის წარმომადგენლის მხრიდან დაინტერესებული პირებისთვის ბრენდის და პროდუქციის წარდგენა/პრეზენტაცია, ასევე 16:00-დან 19:00 საათამდე არტერიული წნევის გამოვლენის მიზნით, წნევის საყოველთაო უფასო გაზომვის აქცია:

17 მაისი – ვაჟა ფშაველას გამზირი #73

18 მაისი – ვაჟა-ფშაველას გამზირი #50 (დელისის მეტროს მიმდებარედ)

19 მაისი – დოლიძის ქ. #26/28

20 მაისი – წერეთლის გამზირი #48

23 მაისი – გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა #15

აღსანიშნავია, რომ ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო გლობალურ კამპანია ,,მაისის გაზომვის თვე’’ ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ემსახურება მომატებული არტერიული წნევის გამოვლენას და მოსახლეობის გათვითცნობიერების ამაღლებას. არტერიული ჰიპერტენზია არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა, საქართველოში მისი გავრცელება 60%- მდეა. მას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ არც კი იცის ამის შესახებ. საწყის ეტაპზე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა. ჰიპერტენზიის შესახებ გათვითცნობიერებულობის მაჩვენებლით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავე ადგილზეა.

„იმპექსი“ სრულად აცნობიერებს სააფთიაქო ქსელების ჩართულობის მნიშვნელობას, ჰიპერტენზიის – როგორც კარდიოვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკფაქტორის შესახებ, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ყოველწლიურად აღნიშნავს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს და მომხმარებლებზე ზრუნვის ფარგლებში, გვთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებსა და სამედიცინო ტექნიკაზე.

#განეწყვეჯანმრთელობისთვის #განეწყვესიცოცხლისთვის

„იმპექსის“ ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები