LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურ საავადმყოფოში ქობულეთის კლასტერიდან 6 ბავშვი მკურნალობს – მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს გამკაცრებული ზომები შეასრულონ

115
marina

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მყოფი 2 მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 34-ით გაიზარდა. ანუ სულ საქართველოში 370 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამათგან ჩვენს ცენტრში 90 პაციენტი მკურნალობს.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 293 პაციენტი მკურნალობს კოვიდის სხვადასხვა ცენტრებში.

ჩვენთან 39 დადასტურებული პაციენტი. გუშინ გვიან ღამით შემოგვემატა 6 წლის ბავშვი. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 6 ბავშვი მკურნალობს. მათი მდგომარეობა არ არის რთული. დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის კლასტერია.

კრიტიკული 2 პაციენტი გვყავდა, მაგრამ მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. აქედან გამომდინარე მალე გვექნება იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ისინი გამოჯანმრთელდებიან”.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 ახალშობილია

ეზუგბაიამ მოსახლეობას მოუწოდა, საქართველოში გამკაცრებული ზომები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულონ.

გუშინ გამკაცრდა ზომები. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზომიერი მატება, აუცილებელია, დავემორჩილოთ გამკაცრებულ ზომებს. ეს გვეხება თვითოეულ ჩვენგანს. მე და ჩვენი თანამშრომლები ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში. შეიძლება ძალიან რთულია დავრჩეთ სახლში, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g