LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაგვიანებული პროექტების გამო აკრიტიკებენ

94

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე ავტობანის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ ცქიტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გოცირიძემ მთავრობა პროექტების განხორციელების ვადების დარღვევის გამო გააკრიტიკა და დაინტერესდა, რეალურად აშენდება თუ არა 800 კილომეტრიანი ავტობანი, მათ შორის რიკოთზე და 50-50 ხიდები და გვირაბები.

მინისტრის თქმით, ზოგადად, საუბარია მხოლოდ პროექტების 1-2 წლიან გადავადებებზე და არა 10 წლიანზე.

„აშენდება ბატონო რომან. რაც შეეხება ხიდებს და გვირაბებს, თქვენ მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე ასაშანებელი ხიდების და გვირაბების რაოდენობა ჩამოთვალეთ, რომელიც მეტია იმაზე, რაც დაასახელეთ. რიკოთი შედგება 4 ლოტისგან, მათგან ერთზე უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, გეგმა იყო რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ ახლა ვამბობთ, რომ რიკოთის მთლიანი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს გადავა. დანარჩენი მონაკვეთები ასევე არის გამზადებული ტენდერისთვის და წელსვე იქნება გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები,“ – განაცხადა ციქტიშვილმა.

ამ დროისთვის, მინისტრობის კანდიდატების ნაწილს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები