LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: მკვდარ ლექსოს მინდა მივცე პირობა, ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე

66
დტყ წე

პარლამენტის წინ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ინგა გრიგოლიამ.

“მკვდარ ლექსოს მინდა მივცე პირობა, პროფესიულ საქმეს შეწირულ ჩვენს კოლეგას, ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე…დილიდან ბნელა და ვერ ვხდები რა მჭირს, მერე ვხდები, რომ მოგვიკლეს, ამას მივიყვანთ ბოლომდე, თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივათ რამეზე, აგებინეთ პასუხი ყველას. ჩვენ ვართ ერთად ყველანი, მოდით ყველამ აქ”,- თქვა ინგა გრიგოლიამ.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.

შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი.

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა ჩაწერილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g