LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი: „ბევრი დრო დავკარგეთ, უფრო ძლიერები შეგვეძლო ვყოფილიყავით და უფრო მომზადებულები…“

550
ingamamuchishvili201028

ცნობილი ექიმი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი იმ შეცდომების შესახებ საუბრობს, რომელიც კორონავირუსთან მიმართებაში საქართველოშია დაშვებული.

გთავაზობთ ექიმის ვრცელ სტატუსს ამ თემაზე:

„საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ, შემთხვევათა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება!!! ამის მიზეზი ძალიან ბევრია, ბევრი შეცდომაა დაშვებული, ბევრი დაგვიანება, უყურადღებობა, შეთქმულების თეორიების დაჯერება, ქართული ტრაბახი და დაიმედება საკუთარი თავის და სხვისაც, რა მაგრები ვართ ქართველები და უმტკივნეულოდ დავამარცხეთ ეპიდემია!!! ბევრი დრო დავკარგეთ, უფრო ძლიერები შეგვეძლო ვყოფილიყავით და უფრო მომზადებულები, თუმცა, მივიჩნევ, რომ  ახლა მხოლოდ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, ექიმებმა ხალხზე და პირიქით! უამრავი ჩვენი კოლეგა ავადდება!!! რაც აუცილებლად ჩიხში შეიყვანს ისედაც უკვე განვითარებულ ჰოსპიტალურ კოლაფსს!! ჯიბრის დრო არ არის!!! გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ!!! რადგან ბევრ შეცდომას, მოქალაქეების უპასუხისმგებლობას და რაც მთავარია, სამედიცინო პერსონალის დეფიციტს ვხედავ!!! ლოჯისტიკის კოლაფსი დაიწყო!!!

გათავისუფლდით პანიკისგან და მხოლოდ 37 გრადუსი ტემპერატურის გამო (რომელიც შეიძლება ფსიქოლოგიურიც იყოს) ნუ იძახებთ სასწრაფო გადაუდებელ ბრიგადებს (ამ დროს ყოველთვის იფიქრეთ, რომ თქვენ მოაცდინეთ ბრიგადა, ვისაც გადარჩენა შეეძლო იმ ადამიანის, რომელიც 16 საათია ელოდება ექიმს სუნთქვის უკმარისობის გამო). ნუ მოაცდენთ ერთი დაცემინების გამო ოჯახის ექიმის ძვირფას დროს!!! უამრავი ადამიანი რეკავს და ძალიან ბევრს მართლა კრიტიკული მდგომარეობა აქვს!ექიმიც ადამიანია და ეწურებათ რესურსი!

კოვიდ დადებითი ტესტის მქონე პაციენტები ნუ დადიხართ საკუთარი ფეხით აფთიაქებში, მაღაზიებში, უამრავი შემთხვევა ვიცი… იზოლაციაში უნდა გადახვიდეთ!!! ნიღაბი ყველგან, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში, რაც ნაკლებ დოზას მივიღებთ ვირუსის, უფრო მსუბუქი ფორმით დავაადდებით!!!

კოვიდ-19 80%-ში არ საჭიროებს კლინიკაში მკურნალობას, მათ პირველადი ჯანდაცვის რგოლი მიხედავს, რომლებიც აგრეთვე უმძიმეს მდგომარეობაშია! ამიტომ მე პირადად, პედიატრს უამრავი ადამიანი მირეკავს, აზრს მეკითხება და დახმარებას მთხოვს, არამარტო ბავშვებზე, შეძლებისდაგვარად, ყველა ზარს და SMS-ს ვპასუხობ და ამ დღეშია ყველა ჩემი კოლეგა!!! დღეს ჩვენ, ყველა სპეციალობის ექიმი, ერთი მიზნის გარეშემო ვტრიალებთ!!! ხელი ხელს მივცეთ, გული – გულს!!! გავატარებინოთ ერთმანეთს დამძიმებული სული, კოლეგებო და ჩვენს ხალხსაც შევუმსუბუქოთ ყოფა!!!

ახლა ისეთი სიტუაციაა, ერთი სიტყვაც კი მნიშვნელოვანია პაციენტისთვის! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!!! ჩაკეტვაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ერთმანეთთან სტუმრობაზე, დახურულ სივრცეებში სიარულზე, რესპირაციული სიმპტომებით გარეთ გამოსვლაზე თავი შეიკავეთ!!! თუმცა არჩევნებზე მისვლა, სადაც ყველა წესი დაცულია, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია!!! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ ყველას❤“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები