LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვები მაქსიმალურად მოაშორეთ ეკრანს! 2 წლის ასაკამდე განსაკუთრებით!!!“ – ინგა მამუჩიშვილი განმარტავს, რატომ აგვიანებენ ბავშვები ლაპარაკის დაწყებას

2419
BeFunky-collage

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს.

ამის შესახებ მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მშობლებმა შვილები ეკრანს მაქსიმალურად უნდა მოაშორონ.

პედიატრი განმარტავს, რომ ლაპარაკის გვიან დაწყების პრობლემა სწორედ ეკრანდამოკიდებულებიდან გამომდინარეობს.

„რატომ აგვიანებს ჩვენი ბავშვი ლაპარაკის დაწყებას, ჩვენ ორივეს ადრე დაგვიწყია თურმე“- ეკრანი უყვარს? „კი ძალიან“ ! -იმიტომ რომ თქვენ დროს ეკრანი არ იყო, იყო სათამაშო, მეტად გესაუბრებოდნენ თქვენი მშობლები, გიკითხავდნენ წიგნებს, ბევრ დროს ატარებდით ეზოში თანატოლებთან! მოაშორეთ ბავშვები მაქსიმალურად ეკრანს! 2 წლის ასაკამდე განსაკუთრებით!!! ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, ნუ მისცემთ საშუალებას, რომ ვირტუალური სამყარო შეიქმნას! თავიდან აარიდეთ ემოციური სტრესები! მეტი კომუნიკაცია, ეს აუცილებელია განვითარების ეტაპების სწორი წარმართვისთვის! ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები