LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მისცეთ ბავშვებს ხველისას შაქრის შემცველი სუსპენზიები, მიეცით საშუალება თვითონ ამოახველოს“ – ინგა მამუჩიშვილი ნარჩენ ხველაზე

196
ინგა-მამუჩიშვილი

პედიატრი, მედიცინის მეცნირებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი პედიატრთან მიმართვიანობის ყველაზე ხშირ მიზეზზე, ხველაზე საუბრობს:

„ნარჩენი ხველა ბავშვებში დიდხანს გრძელდება ხშირად, გამომდინარე სასუნთქი სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებიდან, თუ ის პროდუქტიულია, არაშემაწუხებელი, თუ ბავშვი აქტიურია, მიეცით საშუალება თვითონ ამოახველოს, „ვერ იღებს ნახველსო“ ხშირად აღნიშნავთ, სანაცია ხდება, იღებს სეკრეტს, ყლაპავს და ის განავლოვან მასებთან ერთად გამოიყოფა, ამიტომ შეიძლება განავალში ცოტა ლორწოც გაჩნდეს, ეს არ არის საშიში! არ მისცეთ ბავშვებს ამ დროს სხვადასხვა, შაქრის შემცველი სუსპენზიები, მერწმუნეთ ეს უარესია…ფიზიოლოგიურ პროცესებს არ შეუშალოთ ხელი,დათვური სამსახურია! ხველა სასუნთქი სისტემის დაცვითი აქტია! რა თქმა უნდა სწორი დიფერენცირება უნდა მოხდეს ხველის და მისი სხვა თანმხლები სიმპტომების! მიეცით ბევრი თბილი სითხე,რომელიც გაათხელებს ნახველს და ხელს შეუწყობს ამოხველების პროცესს!!“ – წერს პედიატრი.

„დადგა სეზონური ვირუსების გავრცელების პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი და ხშირი ჩივილი ცხვირის გაჭედვაა..“ – რას გვირჩევს ინგა მამუჩიშვილი

„ნუ მისცემთ ბავშვს ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები