LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადგა სეზონური ვირუსების გავრცელების პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი და ხშირი ჩივილი ცხვირის გაჭედვაა..“ – რას გვირჩევს ინგა მამუჩიშვილი

484
BeFunky-collage

სეზონური ვირუსების გავრცელების პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირ ჩივილთან – ცხვირის გაჭედვასთან დაკავშირებით, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მამუჩიშვილი აღნიშნავს, ცხვირი შოკური ორგანოა, ის ახლოსაა ტვინთან, ამიტომ აუცილებელია მედიკამენტი მკურნალმა ექიმმა დანიშნოს.

„ჩემო ძვირფასებო, დადგა სეზონური ვირუსების გავრცელების პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი და ხშირი ჩივილი ცხვირის გაჭედვაა, დაგეთანხმებით მართლაც ძალიან უსიამოვნო სიმპტომია (პატარების ცხვირის და ზოგადად სასუნთქი სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურების გამო) ბავშვს აქვს ცუდი გუნება-განწყობა, რის გამოც ჭირვეულობს, უჭირს ძილი, წოვა…

თქვენ ამ შემთხვევაში ხშირად, თვითნებურად იყენებთ ცხვირის წვეთებს ან სპრეის, გახსოვდეთ, რომ ჩვენს ფარმაკოლოგიურ ბაზარზე მრავლადაა ანტიკონგენსატები, რომელიც შვებას აძლევს ბავშვს, მაგრამ ამავდროულად აქვს მრავალი გვერდითი მოვლენა.

ცხვირი შოკური ორგანოა, ის ახლოსაა ტვინთან, ეს საშუალებები აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და შეიძლება შოკური რეაქციებიც კი გამოიწვიოს, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოქმედ ნივთიერებას, პროცენტულ შემცველობას, ფორმას, გამოყენების ხანგრძლივობას, ცხვირის გაჭედვის მიზეზს და ა.შ ამიტომ გთხოვთ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შეუთანხმეთ მედიკამენტი თქვენს მკურნალ ექიმს, თუნდაც სატელეფონო ზარით! უსაფრთხოდ მხოლოდ ფიზიოლოგიურ ხსნარს ვიყენებთ! ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g