„რესტარტ პოდკასტის“ სტუმარია ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებულ მითებზე საუბრობს:
„მოუნათლავი ბავშვის გაყვანა ღამის საათებში არ შეიძლებაო… ერთხელ მოიყვანეს ბავშვი, ჰყავდათ პლედში შეხვეული, ესეც მინდა ვთქვა, რომ ბავშვის გადახურება, დიდი რაოდენობის ტანსაცმელში ჩაცმა, სხვადასხვა ფენებში გახვევა არაფრით არ შეიძლება… რომ გადახსნეს პლედი, ბავშვს დანა ჰქონდა ჩადებული. თურმე ეს დანა ეშმაკის გასალახვრად არის საჭირო, თურმე, მოუნათლავი ბავშვი ასე უნდა გაიყვანო გარეთ…“
