LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი: „მშობლები მოგვმართავენ კითხვით, უნდა ვატაროთ თუ არა ხშირად მოავადე ბავშვი ბაღში, დიახ, უნდა ვატაროთ!“

137
მამუჩიშვილი-ინგა

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ხშირად  მოავადე ბავშვებზე ისაუბრა:

„2-დან 6 წლამდე ბავშვმა შეიძლება იავადოს 6, 8 ან 10 ჯერ წელიწადში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამერიკის პედიატრთა ასოცია გვეუბნება, რომ ეს არის აბსოლუტური ნორმა. ის, რომ ბავშვი ხშირად ავადობს, ეს პრობლემა არ არის. რადგან ვირუსი ყოველთვის მწვავედ არ მიდის.  ვირუსის მწვავე მდგომარეობა ეს გახლავთ ინკუბაციის პერიოდი, როცა ის გადამდებია სხვა ბავშვებისთვის, ამას მოსდევს კლინიკური ნიშნების გამოვლენის პერიოდი. ასე, რომ ავადობის სიხშირეზე მეტად, მნიშვნელოვანია გახანგრძლივებული ავადობა და გართულების თავიდან არიდება.

როდესაც ბავშვი არსად დადის, არც ბაღში, არც სკოლაში და ზის სახლში, ასეთი ბავშვებიც ძალიან ხშირად ხდებიან ავად. მშობლები მოგვმართავენ კითხვით, უნდა ვატაროთ თუ არა ხშირად მოავადე ბავშვი ბაღში, დიახ,  უნდა ვატაროთ! განათლება, ჯანმრთელობასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტია, თუ ბავშვი მწვავე მდგომარეობაშია, მაშინ ის, რა თქმა უნდა, არ უნდა წავიყვანოთ ბაღში. ზოგჯერ ხველა და ცხვირის გაჭედვა თვეობით გრძელდება და ბავშვი თვეობით სახლში ვერ დაჯდება, ამ დროს ბავშვი გადამდები არ არის“ –  ამბობს ინგა მამუჩიშვილი.

 

მთავარი დიაგნოზი | პირდაპირი ეთერი

მთავარი დიაგნოზი | პირდაპირი ეთერი

Posted by მთავარი დიაგნოზი on კვირა, 13 ნოემბერი, 2022

 

 

38.5 ტემპერატურამდე ნუ მისცემთ ბავშვს სიცხის დამწევს… გამოიყენეთ ხალხური მეთოდები – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

რას ნანობს ცნობილი პედიატრი – ინგა მამუჩიშვილის საქმე და პირადი: „1734 ადამიანი გამოვაჯანმრთელე კორონავირუსისგან ისე, რომ კლინიკაში არ გადაგვიყვანია…“

როგორ განვასხვაოთ ნაწლავური ინფექცია სხვა ვირუსებისგან და რომელი საკვები მივცეთ ამ დროს ბავშვს – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები