LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

38.5 ტემპერატურამდე ნუ მისცემთ ბავშვს სიცხის დამწევს… გამოიყენეთ ხალხური მეთოდები – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

198
Untitled design (1)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვების ვირუსთან დაკავშირებით მშობლებს რჩევებს უზიარებს. მისი განცხადებით, ვირუსული ინფექცია გრძელდება 5-იდან 10 დღემდე და ამ პერიოდის განმავლობაში თუ მდგომარეობა დინამიკის მიხედვით არ განვითარდა, მაშინ მშობლებმა ექიმებს უნდა მიმართონ.

ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ტემპერატურის დასარეგულირებლად რეკომენდაციებსაც სთავაზობს.

„ძვირფასო დედიკოებო, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო – „გუშინ მყავდა ბავშვი ექიმთან ვიზიტზე, მაგრამ დღეს ისევ მაღალი სიცხე აქვს“ – ვირუსის შეჭრის შემდეგ ორგანიზმში იწყება ომი იმუნურ სისტემასა და ვირუსს შორის, ვირუსი იწყებს რეპლიკაციას (გამრავლებას) იმუნური სისტემა კი მობილიზაციას, რისი ხელშემწყობიც არის მაღალი ტემპერატურა, რისი მეშვეობითაც ორგანიზმი ააქტიურებს იმუნური სისტემის ჯარისკაცებს, რომლებიც დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ ვირუსს!!! ერთდღიანი ომი გაგიგიათ???? ასეა ვირუსის შემთხვევაშიც!

ვირუსული ინფექცია გრძელდება 5-იდან 10 დღემდე, თუ თქვენი შვილი გყავდათ ექიმთან, დიაგნოზი ვირუსული ინფექციაა და დაგენიშნათ სიმპტომური მკურნალობა (რაც ბავშვის კლინიკური მდგომარეობის შემსუბუქებაზეა გათვლილი) მაშინ სანერვიულო არაფერია, ვირუსის ორგანიზმიდან ელიმინაციას (გამოსვლას) სჭირდება დრო, თანდათან ტემპერატურული პიკები დაიკლებს და ინტერვალიც გაიზრდება ჰექტიური ცხელების პიკებს შორის! მთავარია იყოთ ყურადღებით!!! თუ მდგომარეობა 5 დღის განმავლობაში არ განვითარდა ზემოთ ნახსენები დადებითი დინამიკის მიხედვით, დაერთო ან გაძლიერდა ხველა, გამოვლინდა ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, თავის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ყურის ტკივილი და ა.შ კვლავ დაუკავშირდით ექიმს და ის გადაწყვეტს როგორ უნდა მოიქცეთ! ტემპერატურა ნუ შეგაშინებთ, აკონტროლეთ და არეგულირეთ ექიმის მითითებით!

38,5 გრადუს ტემპერატურამდე ნუ მისცემთ სიცხის დამწევს, თუ ბავშვის ამტანობა კარგია, გამოიყენეთ მხოლოდ აცეტოფენამინი (პარაცეტამოლი) და იბუპროფენი, ბავშვთა ასაკში ანალგინს და ასპირინს ნუ გამოიყენებთ უამრავი გვერდითი მოვლენის გამო!!!! გამოიყენეთ ნებისმიერი ხალხური მეთოდი (გაგრილება, კვერცხის გულით დაზელვა, კომბოსტოს ფურცელი, ჟოლოს, ცაცხვის, გვირილის ჩაი) მიეცით დიდი რაოდენობით წყალი, კვებეთ ვიტამინიზირებული საკვების მცირე ულუფებით!!

თუ ექიმის მიერ შეფასებულია ხველა და იცით მიზეზი (ხველა დიდხანს გრძელდება ბავშვთა ასაკში სასუნთქი სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო) დაელოდეთ, მასაც აქვს ეტაპები,მშრალი ხველა თანდათან პროდუქტიულში გადავა და დაიწყებს ამოხველებას, არ არის აუცილებელი ნახველის გამოყოფა გადმოფურთხებით, თუ გადაყლაპავს ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტით გამოძევდება… ცხვირის სანაცია მოახდინეთ ფიზიოლოგიური ხსნარით, ნუ გამოიყენებთ ხშირად დეკონგენსანტებს, ცხვირი ახლოსაა ტვინთან და შეიძლება გართულებები გამოიწვიოს, მაგრამ თუ ბავშვს უჭირს ცხვირით სუნთქვა, აქვს დისკომფორტი, ვერ იძინებს ცხვირის წვეთები დღეში 2-3 ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ ექიმთან შეთანხმებით!!! ნებისმიერი გართულების შემთხვევაში დაუკავშირდით ან მიმართეთ თქვენს ექიმს. ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და თქვენც ყველას“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

რას ნანობს ცნობილი პედიატრი – ინგა მამუჩიშვილის საქმე და პირადი: „1734 ადამიანი გამოვაჯანმრთელე კორონავირუსისგან ისე, რომ კლინიკაში არ გადაგვიყვანია…“

როგორ განვასხვაოთ ნაწლავური ინფექცია სხვა ვირუსებისგან და რომელი საკვები მივცეთ ამ დროს ბავშვს – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები