LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ კბილების ამოჭრის პერიოდზე – ინგა მამუჩიშვილის სასარგებლო რჩევა

232
2026-04-29_01-37-57_119879

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებისთვის მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს, რომელიც კბილების ამოჭრას ეხება.

„პატარა ადამიანის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ხშირად მშობლებისთვის დამაბნეველი ეტაპი -კბილების ამოჭრის პერიოდია. ეს ის დროა, როცა თითქოს სრულიად ჯანმრთელი ბავშვი უცებ იწყებს მოუსვენრობას, ღამის ძილი ერღვევა, ხშირად ტირის და ყველაფერს პირში იდებს.

როგორც პედიატრი გეტყვით -ეს პროცესი ფიზიოლოგიურია და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს.პირველი კბილი, როგორც წესი, 5-7 თვის ასაკში ჩნდება, თუმცა ნორმად ითვლება 4 თვიდან 12 თვემდეც. ყველაზე ხშირად პირველი „სტუმრები” ქვედა ცენტრალური საჭრელები არიან…კბილების ამოჭრისას ბავშვს შეიძლება ჰქონდეს:
გაძლიერებული ნერწყვდენა.
ღრძილების ქავილი და შეშუპება
ყველაფრის პირში ჩადების სურვილი
მოუსვენრობა და გაღიზიანება
სუბფებრილური ტემპერატურა
თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ქონდეს ჰიპერთერმიას, ძლიერ დიარეას ან მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს კლინიკური სურათი მხოლოდ კბილების ბრალიც შეიძლება არ იყოს და ასეთ დროს სხვა მიზეზიც უნდა ვეძებოთ.

როგორ დავეხმაროთ პატარას?
ეს არის ეტაპი, სადაც მშობლის სითბო და სწორი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
სპეციალური გრილი (არა გაყინული) სათამაშოები ღრძილების დასამშვიდებლად
სუფთა თითით ან სილიკონის ჯაგრისით მსუბუქი მასაჟი
ხშირი ჩახუტება -ემოციური კომფორტი ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია
საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან შეთანხმებით -ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
რას უნდა მოვერიდოთ? არ უნდა გამოვიყენოთ:სპირტიანი ან უცნობი “ხალხური” საშუალებები,თაფლი მცირე ასაკში, მოვერიდოთ თვითნებურად გელების ხშირ გამოყენებას!!!
ეს პერიოდი დროებითია, მაგრამ მშობლისთვის ხშირად ძალიან დამღლელი. გახსოვდეთ -ბავშვი, რეალურად, დისკომფორტს განიცდის და თქვენი მხარდაჭერა მისთვის მთავარი წამალია“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს – მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია პროექტი, რომლითაც დიუშენის პაციენტებს გაუფართოვდებათ მომსახურება

„რა არის იმუნიტეტი და როგორ გავაძლიეროთ ის?“ – ინგა მამუჩიშვილის სასარგებლო რჩევა მშობლებს

რატომ ხდებიან ბავშვები ეკრანზე დამოკიდებულები? – ინგა მამუჩიშვილის მნიშვნელოვანი რჩევა მშობლებს

„ხშირად მშობელი შეშინებული მოდის და მეუბნება -„ექიმო, ჩემს ბავშვს ენა უცნაური გაუხდა“ – ინგა მამუჩიშვილის მნიშვნელოვანი რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g