ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ქოლესტეროლთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.
„ბევრი ადამიანი იკეთებს ანალიზს, იმის გასაგებად თუ რამდენი აქვს სისხლში ქოლესტეროლი. ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს, ტიპურ შეცდომას და გთხოვთ აღარ დაუშვათ ეს შეცდომა.
არ გააკეთოთ ქოლესტეროლის ანალიზი ისე, როგორც აქამდე აკეთებდით. შესაძლოა თქვენ ცუდი ქოლესტეროლი გქონდეთ ნორმაში და სისხლძარღვები მაინც გიზიანდებოდეთ. იცით რატომ? იმიტომ რომ ეგ ანალიზი იტყუება.
თუ თქვენ მართლა გაინტერესებთ გიზიანდებათ თუ არა სისხლძარღვები ქოლესტეროლით, მაშინ უნდა გაიკეთოთ აპოლიპოპროტეინი-B, Apo-B. ეს ანალიზი ზუსტად გიჩვენებთ, გექნებათ თუ არა ინფარქტის, ან ინსულტის რისკი“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება
