ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევივსოთ მაგნიუმის დეფიციტი:
„თუ გაქვთ მაგნიუმის ნაკლებობა და გსურთ, შეივსოთ, არ გსურთ აფთიაქში არსებული დანამატების მიღება, მე გასწავლით ბუნებრივ მეთოდს, რომელიც მაგნიუმს ძალიან კარგად შეგივსებთ. საქართველოში მაგნიუმის ნაკლებობა ძალიან ხშირია, უძილობა, ქუთუთოები კრთის, ფეხი ეჭიმებათ და ა.შ. გოგრის თესლი არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ შეივსოთ მაგნიუმი, მაგრამ პირდაპირ არ უნდა მიიღოთ. აიღეთ ჭიქა, ჩაყარეთ ერთი მუჭა გოგრის თესლი დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი და გააჩერეთ მეორე დილამდე, ერთი მუჭა გოგრის თესლი შეიცავს ჩვენი სხეულისთვის საჭირო მაგნიუმის რაოდენობის 40%-ს. თუ მსუბუქი ნაკლებობა გაქვთ, სამი მუჭა გოგრის თესლი საკმარისი იქნებოდა, ნუში, ისპანახი, შავი შოკოლადი ასევე შეიცავს მაგნიუმს…“
