LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინტერნეტში არაფრის ნდობა არ შეიძლება, ბევრი სიცრუე ვრცელდება“ – პუტინი ომში მონაწილე სამხედროების დედებს შეხვდა

34
Untitled design

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ომში მონაწილე რუსი სამხედროების დედებს შეხვდა.

როგორც რუსული მედია წერს, ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა „უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეების“ მშობლებს, რომ არ ენდონ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას.

„ცხოვრება უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ის, რაც ტელეეკრანებზე, მით უმეტეს, რაც ინტერნეტშია ნაჩვენები. იქ არაფრის ნდობა არ შეიძლება, ბევრია სიყალბე, ტყუილი, სიცრუე“, – განაცხადა პუტინმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახლა ბევრი „საინფორმაციო შეტევა“ ხდება:

„ეს ყოველთვის ასე იყო თანამედროვე სამყაროში, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ის განსაკუთრებით აქტუალური და ეფექტიანი გახდა. ინფორმაციაც ბრძოლის იარაღია. საინფორმაციო თავდასხმები კი ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ამ ბრძოლაში საკმაოდ ეფექტიანია“, – თქვა პუტინმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა აღნიშნა, რომ ის პირადად იზიარებს იმ ქალების ტკივილს, რომლებმაც ბრძოლაში ვაჟები დაკარგეს.

„პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დაღუპული ჯარისკაცების დედებმა თავი დავიწყებულად არ იგრძნონ.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის რამდენიმე მონაწილეს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, სამხედროები არ ელოდნენ პრეზიდენტის ზარს“, – წერს მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები