LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ინტიმური ურთიერთობები მქონდა საპირისპირო სქესთან და ამით მე ვარ ძლიერი.. თუ ნახეს ეს სცენები, არ მეშინია” – სანდრო ბრეგაძე

977
SANDRO (1)

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ქართულ-შვედური ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” აკავშირებს და ამბობს, რომ მათი კავშირი მჭიდროა.

„ამ ფილმის რეჟისორები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან.

თუ ნახეს ჩემი ინტიმური სცენები, და ნახა ბაჩო ახალაიამ, მე არ მეშინია. იმიტომ, რომ მე ყველანაირი გადახრების გარეშე ვცხოვრობ. 

მე ჩემი ინტიმური ურთიერთობები მქონდა საპირისპირო სქესთან და ამით მე ვარ ძლიერი“,- ამბობს სანდრო ბრეგაძე. 

ბრეგაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებენ და ადგილის ბლოკირებას აპირებენ.

შეგახსენებთ, ფილმის პრემიერა თბილისსა და ბათუმში 8-9-10 ნოემბერსაა დაგეგმილი.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში მოღვაწე რეჟისორის – ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამაა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე უკვე შედგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები