LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინტო ბუბას ჩვენ მივხედავთ: ხშირად უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, ვინ არის ვახტანგ კიკაბიძე

2413
FORTUNA.GE (45)

“პუტჩისტი ბუბა კიკაბიძე კვლავ ესვრის საქართველოს! 19 წლის ბიჭს ავტომატს მესროდა, როდესაც ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიტინგს ხვრეტდა კალაშნიკოვით, პატარა ბიჭების სისხლში ხელებგასვრილი ნაძირალა ნაცების პირველი ნომერია”, – ცოტა ხნის წინ ასეთი ტექსტი გავრცელდა, რომელიც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერს ეკუთვნის.

სანდრო ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერზე, მომღერალ ბუბა კიკაბიძეზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი წარდგენით ნაცონალებმა კიდევ ერთხელ ესროლეს ზვიადის მომხრეებს:

„მერწმუნეთ, პასუხი არ დააყოვნებს!!! კინტო ბუბას ჩვენ მივხედავთ, პუტჩისტებს ჩვენ დავასამარებთ!!!“

 

 

მანამდე სოციალურ ქსელში ბუბა კიკაბიძის მისამართით კიდევ ერთი წერილი გავრცელდა, რომლის ავტორიც ყოფილი პოლიტიკოსია.

“ჩემი აზრით, ხშირად უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, ვინ არის ვახტანგ კიკაბიძე. ეგ ის კაცია, რომელიც ნიღაბჩამოფარებული დარბოდა დიდუბის მეტროსთან ავტომატით და არბევდა გამსახურდიას მომხრეებს. ეს ერთი, ახლა მეორე – როდესაც კიტოვანმა, სიგუამ და იოსელიანმა რუსთაველის პროსპექტი დაანგრიეს და ზვიად გამსახურდია გააძევეს, მოსკოვიდან ჩამობრძანდა “თეთრი მელა”. სწორედ მაშინ შეიქმნა რუსთაველის პროსპექტის აღდგენის ფონდი და ამ ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა ბუბა კიკაბიძე. ტელევიზია ყოველდღე უჩვენებდა, რამდენი რიგები იდგა ამ ფონდში ფულის შეტანაზე, ქალები როგორ იხსნიდნენ ხელებიდან ძვირფასეულობას და ტოვებდნენ. თავიდან დიდი რიგები იყო, მე ერთი თვის შემდეგ მივედი კინოს სახლში, სადაც მეორე სართულზე ექვსი ადამიანი იჯდა და იღებდა შემოწირულობებს.

15 წუთი მაინც მომიწია რიგში დგომამ, ჩავაბარე 2 ათასი მანეთი ერთ-ერთ მოლარეს. პროცედურა სწრაფად ხდებოდა – გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი და თანხის რაოდენობა. მე დღესაც მაქვს ბუბა კიკაბიძის მიერ ხელმოწერილი ბარათი. ყველა მოლარეს გვერდით ტომარა ედგა და შემოსულ ფულს შიგ ყრიდნენ. დამთავრდა შემოწირულობები, ასობით მილიონი მანეთი და ძვირფასეულობა ფონდის საწყობში მოათავსეს. ბუბა კიკაბიძემ დაიქირავა თვითმფრინავი, ჩატვირთა ეს ყველაფერი და გადაფრინდა მოსკოვში, სადაც პრესტიჟულ ადგილებში შეიძინა რესტორნები. მას ერთი აგურიც არ უყიდია რუსთაველის პროსპექტის აღსადგენად. აი, ასეთი მძარცველი არაკაცი თურმე ყოველთვე ივანიშვილისგან 5 ათას ლარს იღებდა.
ეს შეიძლება თქვენ იცით, მაგრამ საზოგადოებას ხშირად უნდა შეახსენოთ ხოლმე ამ არაკაცის შესახებ, ხალხის შიშით ის ვერ უნდა გამოდიოდეს ქუჩაშიც კი”, – ვკითხულობთ წერილში.

 

 

 

ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი მომხრის, იბერო-კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარის ბესარიონ მიქავას მტკიცებით, ბუბა იყო იმ მხედრიონელთა რიგებში, რომლებმაც 1992წლის 3 იანვარს მეტროს სადგურ „დიდუბესთან” მშვიდობიანი მომიტინგეები ჩაცხრილეს. სახეები შავი სახვევით ჰქონდათ დამალული, თუმცა, ერთმა დემონსტრანტმა ნიღაბი ჩამოგლიჯა მომღერალს და ასე ამხილა.

1992 წლის 3 იანვარი იყო მშვიდობიანი მიტინგის დაცხრილვის პირველი შემთხვევა, რომელმაც არნახულ დევნასა და სისხლისღვრას დაუდო სათავე. მიტინგების დაცხრილვა შემდგომშიც პერიოდულად მეორდებოდა, 3 იანვარს კი სამხედრო საბჭოს შეიარაღებულმა ფორმირებებმა 5 ადამიანი მოკლეს და 29 დაჭრეს. მიტინგის დაცხრილვა რამდენიმე უცხოურმა არხმაც გააშუქა.

 

https://www.youtube.com/watch?v=fexl4W9cv_w&feature=emb_logo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები