LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნებ უწმინდესმა ოპოზიციაც დალოცოს, ვფიქრობ არც ჩვენ ვაფრთხობთ უფალს – შალვა ნათელაშვილი

238
unnamed

“იქნებ უწმინდესმა ერთხელ მაინც დაგვლოცოს ოპოზიციაც. ვფიქრობ არც ჩვენ უნდა ვაფრთხობდეთ უფალს”,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქში დაწერა.

ამ პოსტით ნათელაშვილი საქართველოს პატრიარქის ქადაგებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას საქართველოს ხელისუფლება, სამღვდელოება და ქართველი ხალხი დალოცა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყველა ერთობლივად მუშაობს იმისთვის რომ უფალი იყოს ჩვენთან ერთად.

“ეკლესია არის დიდ გასაჭირში მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად. უფალი ჩვენც მოგვმართავს მიიღეთ სული წმინდა. ჩვენ ვცხორობთ ისეთ დროს როცა უფალიახლოსაა ჩვენთან და ჩვენ მადლობას ვწირავთ მას. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმინდისა ჩვენთან არს. მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელობა და ხალხი, რომ ველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ უფალი ჩვენთან იყოს“, – განაცხადა პატრიარქმა

https://www.facebook.com/shalvanatelashviliofficial/posts/2834189663367310

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები