„იმედის კვირის“ წამყვანს, ირაკლი ჩიხლაძეს პირდაპირ ეთერში დენმა დაარტყა. შესაძლოა, მაყურებელმა მისი მცხირე შეხტომის გადაცემის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ვერ შეამჩნია, სამაგიეროდ, „იმედის“ ჟურნალისტმა შორენა ხვიჩიამ ამ ფაქტს „ფეისბუქ“-სტატუსი მიუძღვნა და ამრიგად, ყველას გააგებინა.
შორენა წერს:
„ირაკლი,შენ ვერც 220 ვოლტი დაგადუმებს❤❤❤❤
ხალხო, დენმა დაარტყა და მაინც ვერ ვაჩუმებთ…“
მოგვიანებით შორენამ სპეციალურად ამ თემაზე შექმნილი ქოუბიც გამოაქვეყნა და კიდეც ერთხელ იხალისა .