LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელის კვრაზე არანაკლებ მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო გინება და შეურაცხყოფა, აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება – ირაკლი ჩიხლაძე

829
ჩიხრაძე და მთავარი

საქალაქო სასამართლოსთან „იმედის” ოპერატორმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, პირდაპირ ეთერში, ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა.. თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი – „იმედის“ ოპერატორი

მომხდარს გამოეხმაურა „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თეო გილიგაშვილი.

„პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, კადრიც აირიოს და რაღაც ვერ გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები აკეთებენ! ჩართვის დასრულების შემდეგ კი შენიშვნის გამო დედა აგინა ჟურნალისტს, რომლის დედის სიკვდილიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა! ნატაშკა ჯახუტაშვილი პირდაპირ ეთერში იყო, იმედის გადამღები ჯგუფი არა! ამიტომ არც კადრი გაუფუჭებია თქვენთვის და ალბათ, ამ სინქრონიდან ნახევარზე მეტი ისედაც არ გავიდოდა თქვენს ეთერში!

რატომ აძლევთ ამ ადამიანს გადაღებაზე სიარულის უფლებას, თუ არც ზრდილობა აქვს, არც გონი მოეკითხება და ვერც თავს აკონტროლებს?” – წერს „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

„იმედი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე ამბობს, რომ მომხდარზე აუცილებლად იმსჯელებენ, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

„კადრები, რომელიც ვიხილე არის ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის. ძალადობის არცერთ ფორმას გამართლება არ აქვს და ვერანაირად ვერ წაახალისებს ვერავინ. ხელის კვრაზე არანაკლებ მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო გინება და შეურაცხყოფა. აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ვწუხვარ და ძალიან მიმძიმს“. – წერს ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები