LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა

68
Capture74864845455სდფ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Socar Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ესწრებოდა.