პრემიერმა ისაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე, იმაზე, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ – ირაკლი ღარიბაშვილი

სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ “სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას” ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად – პრემიერი

ყველას მოგმართავთ თხოვნით, დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია – ირაკლი ღარიბაშვილი

„აქცენტები გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანებს არ ეძლევათ ელემენტარული ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, მათ შორის, როგორიც არის გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება.

ამავე დროს, პრემიერმა ისაუბრა ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის გაერთიანების კუთხით და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დეოკუპაციის სტრატეგია, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს და რაც არის განპირობებული ორი ძირითადი მიმართულებით – რა თქმა უნდა, ეს არის დეოკუპაცია და ამავე დროს, ჩვენი ძმების და დების ჩართულობის პროცესი ქვეყნის აღმშენებლობის კუთხით და აქ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, პრემიერის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე და იმაზე, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი, ფუნდამენტი და ძირითადი მიმართულება.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრემიერი ასევე შეეხო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიზაციას და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო თანმიმდევრულია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით.

„განსაკუთრებული აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე და იმაზე, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი, ფუნდამენტი  და ძირითადი მიმართულება და რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი და რომ ქვეყანა 2024 წელს აუცილებლად გააკეთებს იმ ამბიციურ განაცხადს, რაც დაკავშირებულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

პრემიერი ასევე შეეხო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიზაციას, რომ საქართველო თანმიმდევრულია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით და რომ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ ექვსი არჩევნები ჩატარდა, რომელიც მუდმივად გამოირჩეოდა მაღალი საერთაშორისო სტანდარტით, რაც იყო დაფუძნებული დემოკრატიულ პრინციპებზე. კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ მომავალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ჩატარდება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან დაა მთელი მსოფლიო იხილავს ამას. მან მოუწოდა ყველას, რომ აუცილებლად მიიღონ ის დემოკრატიული არჩევანი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ რამდენიმე დღეში გააკეთებს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ გააგრძელოს გზა რეფორმების კუთხით და რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყოს შეუქცევადი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. Ad desktop banner Ad mobile banner

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები