LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება – ფინანსთა მინისტრი

34
ჰგჯკტ

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება. როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია უშუალოდ იმ პირების მიმართ, ვინც 5-6 ივლისს დანაშაული ჩაიდინეს.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს უშუალოდ იმ პირებთან მიმართებით, ვინც ჩაიდინა ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება. შესაბამისად, ყველა პირის მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა. ასევე, მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები