LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც არა ვიღაცის ინტერესების, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს

143
fot

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უკრაინის რადაში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დაინიცირებული პროექტის შესახებ.

„აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი – ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, საბოლოო ჯამში მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით, ზუსტად იგივე ადამიანები არიან ყველგან ჩართული ამ კოორდინაციაში, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებში, არა ვიღაცის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა პროექტი, რომელშიც დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g