LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში

54
iului

“ქართული კულტურისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების გავლენა პოლიტიკაზე, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. ისინი არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას განაცხადა.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში არავითარი წინსვლა ტერიტორიული კუთხით არ ყოფილა – კობახიძის თქმით, ბორდერიზაცია წინა ხელისუფლების „მემკვიდრეობაა“

“ჩვენ მზად ვართ, თუ იქნება კონსენსუსი ამ კანონის მიღების გარშემო, ამას გავაკეთებთ. თუ გვეტყვიან, ევროკავშირი მათ შორის თუ გვეტყვის, რომ არ გვჭირდება ასეთი კანონი, ეს უკვე თქვა წინა ელჩმა კარლ ჰარცელმა, ამ შემთხვევაში გავყვებით ამ კონსენსუსს. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თვითონ ქვეყანას რა თქმა უნდა სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ქართული კულტურისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების გავლენა პოლიტიკაზე, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. ისინი არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ პიროვნულ ამბებში, მაგრამ რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენი კულტურის მქონე ქვეყანაში ნამდვილად არ არის პოლიტიკაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები