LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანმა რაკეტა შეცდომით საკუთარი კატარღის მიმართულებით გაისროლა

180
ირანი

ომანის ყურეში, ირანის წვრთნების დროს სამხედრო გემიდან რაკეტა შემთხვევით საკუთარი კატარღის მიმართულებით გაუშვეს.

გავრცლებული  ინფორმაციით,  შემთხვევის დროს ირანელი სამხედროები ახალ იარაღს ცდიდნენ.

სარაკეტო დარტყმის შედეგად ხომალდი სახელად „კონარაკ“ მთლიანად განადგურდა და ჩაიძირა. ირანული მედიასაშუალებების განცხადებით, შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. თუმცა „ალ-ჯაზირას“ განცხადებით, შემთხვევას 20-მდე პირი ემსხვერპლა.

შემთხვევა ირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჯასკის პორტთან მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები