LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში აცხადებენ, რომ ჰიჯაბის ტარების კანონს განიხილავენ

132
BeFunky-collage (5)

ირანის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს.

ამის შესახებ ირანის გენერალურმა პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხზე მომუშავე ჯგუფი ოთხშაბათს პარლამენტის კულტურის კომისიას შეხვდა და შედეგები „ერთ-ორ კვირაში“ გახდება ცნობილი.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

შეგახსენებთ, უკვე ორთვე-ნახევარია, რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრაციები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

ამავე თემაზე:

„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ირანში ქალების საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანში, საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 58 ბავშვი მოკლეს

ირანში ანტისამთავრობო აქციაზე 5 ადამიანი დაიღუპა – საერთო ჯამში, დემონსტრაციებს 426 ადამიანი ემსხვერპლა

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

BBC: ირანის პოლიციამ 21 წლის ბიჭი ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატის ჩამოხევის გამო მოკლა

ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები