LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში, საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 58 ბავშვი მოკლეს

106
ირანელი ბავშვები

ირანში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაწყებიდან, სულ მცირე 58 ბავშვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციაც The Guardian ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულებს შორის 8-9 წლის ასაკის ბავშვებიც არიან.

ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის აქტივისტები (HRA) აცხადებენ, რომ 16 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, რაც პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ირანში 18 წლამდე ასაკის 46 ბიჭი და 12 გოგონა მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა 5 ბავშვი მოკლეს, მათ შორის 9 დ 13 წლის ორი ბიჭი.

ირანის უსაფრთხოების სამსახურები უარყოფენ მათ სიკვდილზე პასუხისმგებლობას და სროლაში „ტერორისტებს“ ადანაშაულებენ.

BBC: ირანის პოლიციამ 21 წლის ბიჭი ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატის ჩამოხევის გამო მოკლა

21 წლის ერფან რეზაეიმ ირანის ქალაქ ამოლში ირანის უზენაესი ლიდერის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია, რის შემდეგაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა მას იარაღით მხარში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

ირანში ბავშვების დაღუპვის რიცხვი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებში, ძალადობის ესკალაციის ფონზე იზრდება, საპროტესტო აქციების მასშტაბები კვლავ არ მცირდება.

შეგახსენებთ, რომ ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.

თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

ვრცლად ამავე თემაზე:

ირანში გამართულ დემონსტრაციებს 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

„სიკვდილი დიქტატორს!“ – ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტები და სკოლები შეუერთდნენ

ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g