LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი: “არაფერიც არ მცოდნია ტკივილზე- გულსა და სულში გახურებულ კოცონზე, რომელსაც ახალგაზრდა ძმის დაკარგვა ჰქვია, ახლა მეც იმათ რიგებში ვარ, ვისთვისაც ეს კოცონი აღარასდროს ჩაქრება”

2012
BeFunky-collage (11)

“პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ლი­დე­რი, ირმა ინაშ­ვი­ლი,რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ძმა გარდაეცვალა სოციალურ ქსელში საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

“აქამდე მეგონა, რომ ვიცი, რა არის ფიზიკური ტკივილი… ვიცი, რა არის სულიერი ტკივილი… ვიცი, რა არის სულიერი და ფიზიკური ტკივილი- ერთად, მაგრამ… არაფერიც არ მცოდნია ტკივილზე- გულსა და სულში გახურებულ კოცონზე, რომელსაც ახალგაზრდა ძმის დაკარგვა ჰქვია. ახლა მეც იმათ რიგებში ვარ, ვისთვისაც ეს კოცონი აღარასდროს ჩაქრება.

უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ასეთი დიდი, ქრისტიანული, ქართული, თანადგომისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ულევი სიხარული და სიკეთე მოგცეთ! შემაძლებინოს ღმერთმა, რომ თქვენს უზარმაზარ თანაგრძნობას სიკეთით ვუპასუხო”, – წერს ირმა ინაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g