ირმა სოხაძე ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, რას შეცვლიდა თანამედროვე ქართულ სკოლებში:
„პედაგოგიკის სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ მხოლოდ მშობლის და ბებიის პოზიციიდან ვილაპარაკებ: მინდა, რომ სკოლაში ბავშვები უფრო ღრმად სწავლობდნენ ქართულ ენას, ჩვენი სამშობლოს ისტორიას. ვისურვებდი, რომ სახელმძღვანელოებში კლასიკური, ტრადიციული ლექსები და მოთხრობები იყოს, ნამდვილი მარგალიტები, რომლებიც ბლომად გვაქვს… ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს, მე ეკონომისტი ან პროგრამისტი უნდა გავხდე და ქართული ლიტერატურა, ისტორია და სხვა საგნები არ მჭირდებაო. შედეგიც შესაბამისი გვაქვს: ზოგჯერ ჩემმა შვილიშვილებმა ან ჩემი სტუდიის ბავშვებმა ისეთი მარტივი, ელემენტარული რამეები არ იციან, მიკვირს!..“