LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ყოველთვის წინ ვიხედები.. რა თქმა უნდა უკან არიან ჩვენი შვილები.. თუნდაც ჩხუბები.. სიამტკბილობა, თუმცა მე ვერ ვიქნებოდი სრულფასოვნად შემდგარი ადამიანი, მარტო უკან რომ ვიყურებოდე“– ირმა სოხაძე 

593
page

მომღერალი ირმა სოხაძე, მეუღლესთან რეზო ასათიანთან ერთად „რუსთავი 2“ ის გადაცემას „შუადღეს“ სტუმრობდა.

წყვილმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებიც ოჯახურ ურთიერთობას თან ახლავს. 

ირმა სოხაძის თქმით, იუმორი არის ის, რაც თანაცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია.

„როცა ვცხოვრობდით ბახტრიონზე, საშინელი კარ-ფანჯარა გვქონდა.. მაშინ სალომე უკვე დიდი გოგოა, ნატა ჯერ პატარა [შვილები] ინგრევა ფანჯარა ისეთი ქარია, ძალიან მომეშალა ნერვები, რეზო გავაღვიძე და ვეუბნები „ქუჩაში მძინავს ეს რა არის!“- თქო..  შემომხედა მეუბნება „ვერ ხვდები, რომ გაგაკაჟეო?!“ ცოლად რომ მოგიყვანე, სულ ავად იყავი, გრიპი გემართებოდაო.. გამეცინა..

თითქმის 50 წელია უკვე ერთად ვართ.. მთავარია ინტერესი არ დაიკარგოს.. რაც ასაკი გვემატება მეტად ვხვდებით რომ უფრო საინტერესოა ერთად ყოფნა,“- ამბობს ირმა სოხაძე.

რეზო ასათიანის თქმით, შეუძლებელია იყო, რომ მას ირმა არ შეჰყვარებოდა.

„როცა შეუღლებას ვაპირებდით, ვუთხარი, რომ მომღერალი ცოლი ვერ მეყოლება თქო, დაანებე სიმღერას თავი თქო და დამთანხმდა.. გამიკვირდა..

სახლში, რომ ვუყურებდი ირმას, რომელიც არ მღეროდა მზად ვიყავი მეც მემღერა, ოღონდ სახლში სიმშვიდე და სიწყნარე ყოფილიყო,“- ამბობს რეზო ასათიანი.

კითხვაზე თუ რა არის ნომერ პირველი ირმა სოხაძისთვის და რეზო ასათიანისთვის, ირმა ამბობს, რომ მთავარია ყოველთვის წინ გაიხედო.

„მე ყოველთვის წინ ვიხედები.. რა თქმა უნდა უკან არიან ჩვენი შვილები.. თუნდაც ჩხუბები.. სიამტკბილობა.. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა მე ვერ ვიქნებოდი სრულფასოვნად შემდგარი ადამიანი, მარტო უკან რომ ვიყურებოდე,“- ამბობს სოხაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g