LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ირმები თოვლის ბაბუამ მოიპარა” – თბილისის ზოოპარკი

santa-claus-feeding-reindeer-rovaniemi-lapland-finland

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ზოოპარკიდან ირმები მოიპარეს, საახალწლო ხუმრობა აღმოჩნდა.

თბილისის ზოოპარკში აცხადებენ, რომ “ირმები თოვლი ბაბუამ მოიპარა” და დასძენენ, რომ ვიდეო, რომელიც ერთერთმა გვერდმა გაავრცელა, საახალწლო ხუმრობა იყო.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობდა, რომ სამი ირემი გაიტაცეს, ის ვიდეოში ასევე, სავარაუდო გამტაცებელზე და დიდი ზომის ფეხის ნაკვალევზე საუბროდა. ამ დეტალების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილმა, ირმების მოპარვის ვიდეო სერიოზულად აღიქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები