LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

287
BeFunky-collage (55)

ვაკის პარკის უფროსი მებაღე და “ეკოსერვისის” თანამშრომელი დევი მეზურნიშვილი, რომელმაც 2 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა “პალიტრანიუსის” ეთერში აცხადებს, რომ მზად იყო საკუთარი სიცოცხლე ბავშვების გადასარჩენად გაეწირა.

მისივე თქმით, მათი გადარჩენის გარდა არაფერზე უფიქრია და ცდილობდა სწრაფად ემოქმედა.

“არაფერზე არ მიფიქრია, მხოლოდ მათ გადარჩენაზე ვფიქრობდი. მომესწრო და ეცოცხლათ. თვალწინ მედგა, ის ფაქტი, რომ ეს შეიძლებოდა ჩემს შვილს დამართნოდა. ირგვლივ ყველა დახმარებას ითხოვდა. რაც უფრო ახლოს მივდიოდი უფრო რთულდებოდა, ძლიერი დენი მოდიოდა იქეთ მხრიდან. ეს ერთი ამოვიყვანე, მეორესთან ძალიან გამიჭირდა. დენი მაქცევდა და ფეხზე დგომა მიჭირდა. მესამედ შევბრუნდი გოგონას გულისთვის, მაგრამ ვერანაირად ვერ ვუახლოვდებოდი, მეტი სიძლიერე ჰქონდა დენს და ვერანაირად ვერ ვჩერდებოდი. მივლიდა და სუნთქვას მიკრავდა. შადრევანი გათიშეს და მანამდე ალბათ ვერავინ გაბედა ჩასვლა. ვცდილობდი სწრაფად მეშველა მათთვის. ყველანაირად ვეცადეთ რომ გადარჩენილიყო, მაგრამ ვერ ვუშველეთ. ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით”, – საუბრობს დევი მეზურნიშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები