LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ბიჭი იპოვეს, რომელმაც მესის მაისური გააკეთა

177

ავღანეთში იმ ბიჭს მიაგნეს, რომელმაც მესის მაისური პოლიეთილინის პაკეტისგან გააკეთა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადებული ძებნა წარმატებით დასრულდა.
ავსტრალიაში მცხოვრები ავღანელი აზიმ ახმადიმ 5 წლის ძმისშვილის, მურტაზის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე სწორედ ის ბავშვია, რომელმაც არგენტინელი ვარსკვლავის მაისური გააკეთა.

ბიჭუნას მამა არიფი, რომელმაც აზიმს ორიგინალი ფოტო გადასცა, ავღანეთის სოფელში ცხოვრობს. ”მას მართლა უყვარს ფეხბურთი და მესი. ჩვენთვის შეუძლებელია ნამდვილი მაისურის შეძენა, ამიტომ ბავშვებმა პაკეტი გამოიყენეს. მურტაზმა მეგობრებისგან გაიგო, რომ ცნობილი გახდა”, – თქვა არიფმა.

მურტაზის მამა იმედოვნებს, რომ უცხოური სახელმწიფოები მის შვილს კუმირთან შეხვედრაში დაეხმარებიან.
მანამდე ქურთების ტელეარხმა Kurdistan24tv იპოვა ბიჭი სახელად ხომიდი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის იყო აღბეჭდილი ცნობილ ფოტოზე. ხომიდი ამბობდა, რომ ფოტო ორი წლის წინ იყო გადაღებული, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მურტაზის ფოტოსურათი ქსელში იანვარში გამოჩნდა. სოცქსელების მომხარებლებმა ბიჭის მოსაძებნად ფლეშმობი მოაწყვეს.

თავიდან ძებნა მცდარ გზას დაადგა. ფოტოს აღერისას ეწერა, რომ ბიჭი ერაყის ქალაქ დოხუკში ცხოვრობდა.

 

 

1781285-37623031-2560-1440

_87934106_messi2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები