LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის მსუქან ღორს მეძახდა“ – ჯენეტ ჯექსონი მაიკლ ჯექსონზე ალაპარაკდა

796
jacksonnews

ჯენეტ ჯექსონმა ახალ დოკუმენტურ ფილმში ძმის , ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის შესახებ ისაუბრა. ჯენეტი იხსენებს, რომ ბავშვობაში, ის და მაიკლი ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა თინეიჯერობის ასაკში მაიკლის მხრიდან ის არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი. ჯენეტი იხსენებს, რომ მოზარდობის პერიოდში მას წონის პრობლემა აწუხებდა და მაიკლი ამის გამო ხშირად დასცინოდა, რასაც მტკივნეულად იხსენებს:

ჯანეტ ჯექსონმა 50 კილოგრამი დაიკლო

„ის მუდამ იცინოდა, მეც ავყვებოდი ხოლმე, მაგრამ გული ძალიან მტკიოდა. როცა მსუქანა ღორს გეძახიან, არ არის მარტივი მოსასმენი“ – ამბობს ჯენეტი. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც მაიკლი პოპულარული გახდა. მათი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ასევე ჯენეტი ამბობს, რომ 90-იან წლებში ის აქტიურად ედგა მხარში ძმას, როცა ის პედოფილიაში დაადანაშაულეს.

უცნაური სათამაშოები, რომლებიც მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, მის ცნობილ რანჩოზე იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g