LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ჯექსონმა 50 კილოგრამი დაიკლო

139

ნიუ–იორკში ყოველწლიური კონცერტი OUT100 გაიმართა, სადაც საპატიო სტუმრად 51 წლის მომღერალი ჯანეტ ჯექსონი იყო მიწვეული. შოუს ფარგლებში ვარსკვლავს პრემია „2017 წლის მუსიკალური კერპი“ გადაეცა.

ჯანეტ ჯექსონმა მშობიარობის შემდეგ, 9 თვეში 50 კილოგრამის დაკლება შეძლო. ის ინტენსიურად ვარჯიშობდა, იკვებებოდა სწორად და ეძინა ჯანსაღად – ამ ყველაფერმა კი ფენომენალური შედეგები გამოიღო. ახლა ჯანეტი იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე ოდესმე.

ჯექსონმა შოუზე მისასვლელად მოდური ტყავის შარვალი, ბეწვის ჟილეტი და გრძელი შლეიფი აირჩია. ჯექსონმა გამოსახულება ვარცხნილობითა და გეომეტრიული აქსესუარებით დაასრულა. მაკიაჟში კი ძირითადი აქცენტი თვალებზე გააკეთა, ხოლო ღაწვები ოქროსფერ-ატმისფერად შეიფერადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები