LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისე მხნედ ვართ როგორც არასდროს…ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს” – დოროყაშვილის ადვოკატი

223
BeFunky-collage (4)

ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი, ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში გუშინ მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მეზობლებმა პომიდვრები გვესროლეს იმის გამო, რომ ქალს ვიცავთ – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

“ძვირფასო მეგობრებო, არასდროს მიფიქრია, რომ ჩაგრული ხალხის დაცვა ადვილი იქნებოდა, არც კომფორტის მოლოდინით ამირჩევია ეს საქმე. გვჯერა რასაც ვემსახურებით და რაც ჩვენ ძალაუფლებაშია არაფერს დავზოგავთ. ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს ? ეგ რა მოსატანია იმასთან, რასაც თავად ჩაგრული ადამიანები განიცდიან. ვეხიდებით კიდეც ერთმანეთს ამ ლანძღვის გადანაწილებით და ვფიქრობ ესეც სოლიდარობის აქტია ამ ამორალურ კამპანიაში რაც ქალის მიმართაა ახლა.

მოკლედ, არ იდარდოთ. იმედია რამე სერიოზული არაფერი მოხდება დამცველების მიმართ, რომელთა საქმიანობა ხელშეუხებელია. ჩვენ ვართ ისე მხნედ როგორც არასდროს. მადლობა ყველას ვისაც გჯერათ ჩვენი და ამ უთანასწორო ბრძოლაში არ კარგავთ იმედს. მადლობა ჩემ გუნდს, ნამდვილ მებრძოლ და ღირებულებების ერთგულ ხალხს!”- წერს ანა აბაშიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები